12 თებ - 28 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
„სუფთა სამყარო“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 20 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანია უზრუნველყოფს სერვისს სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე - ოფისებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და ინდუსტრიულ ზონებში.
ჩვენთვის შრომის უსაფრთხოება მხოლოდ სავალდებულო ნორმა არ არის - ეს არის კომპანიის ხარისხის, პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის ნაწილი. სწორედ ამიტომ ვეძებთ გამოცდილ შრომის უსაფრთხოების უფროს სპეციალისტს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სისტემის განვითარებასა და კონტროლში.
პოზიციის მიზანი
კომპანიის ყველა ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტური მართვა, რისკების პრევენცია და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
ძირითადი პასუხისმგებლობები
რისკების მართვა

- საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება კომპანიის ობიექტებზე
- პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი
სისტემის დანერგვა და გაუმჯობესება
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, ინსტრუქციებისა და პროცედურების შემუშავება/განახლება
- შიდა რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა
მონიტორინგი და კონტროლი
- ობიექტებზე გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტები
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა
ტრენინგი
- ახალი თანამშრომლებისთვის შესავალი ინსტრუქტაჟის ჩატარება
- პერიოდული ტრენინგებისა და ინფორმაციული შეხვედრების ორგანიზება
- (ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენება, ერგონომიკა და სხვა)
ინციდენტების მართვა
- უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა
- მიზეზების ანალიზი და პრევენციული ზომების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო მიმართულებით)
- აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი (სავალდებულო)
- მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- დიდი გუნდების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და უსაფრთხოების ნორმების საფუძვლიანი ცოდნა
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ
- უკვე დანერგილ და ფუნქციონირებად შრომის უსაფრთხოების სისტემაში მუშაობას
- სტაბილურ, ორგანიზებულ და პროცესებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს
- მრავალფეროვან სამუშაო გარემოში პროფესიული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას
- ანაზღაურება - მხარეთა შეთანხმებით
კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტები წარმოადგენს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან კომპონენტს. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს არსებული სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას და საჭიროების შემთხვევაში მის გაუმჯობესებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე 28 თებერვლამდე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cleanworld.selfrecruit.ge/s/io8Ty
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ინსპექცია
ნახვები
უნიკალური ნახვები