13 თებ - 15 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება, კლასიფიკაცია და დაარქივება (როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონულად);
- პროექტების შეხვედრების დაგეგმვა, შეხვედრების რეპოტების მომზადება და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;
- შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია: დამკვეთები, კონტრაქტორები, მომწოდებლები, საპროექტო ჯგუფის წევრები;
- პროექტების გრაფიკების, ვადებისა და მიმდინარე ადმინისტრაციული სტატუსის მონიტორინგი;
- Forma N2-ის მომზადება და წარდგენა შესაბამის სახელმწიფო ან/და ფინანსური უწყებებისთვის;
- ფინანსური რეპორტინგისა და ინვოისების წარმოება, შესყიდვებისა და ბიუჯეტის მონიტორინგი;
- მიმდინარე პროექტების პროცესში პროექტის მენეჯერების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- პროექტების დეპარტამენტის ფარგლებში ხელშეკრულებებთან, ინვოისებთან, შესყიდვებთან და სხვა საპროექტო დოკუმენტაციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის, ფინანსების, პროექტირების ან/და მსგავსი მიმართულებებით);
- პროექტების დეპარტამენტში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სამშენებლო ან/და საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია პროექტების მართვის საბაზისო ცოდნა, დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office, Excel, პროექტების მართვის სისტემები);
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (სასაუბრო და წერითი უნარები);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მუდმივი განახლების მოტივაცია.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა;
- კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off);
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/ic7A3
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
ადამიანური რესურსების განვითარების ჯგუფი HRDG
