16 თებ - 17 მარ
სტარტი
ღია კონკურსი არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის / მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995599959913

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ლაბორატორია, უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1863

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 6 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ლაბორატორია, უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/მთავარი მეცნიერ- თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად: არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

აღწერა:
  • ადგილების რაოდენობა - 1.
  • თანამდებობრივი სარგო - 1863 ლარი.
  • სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.
  • გამოსაცდელი ვადა - 6 თვე.

კონკურსის პირობები:

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება (განცხადების ფორმა)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
  • შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების ხედვა;
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მისამართზე ქ. თბილისი, ე. მინდელის ქ. 7, ოთახი 629 ან ელექტრონულად ელ ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge 2026 წლის 17 მარტს - 10 საათიდან 18 საათამდე

კონკურსი გაიმართება 18 მარტს

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი: +995 599959913
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია,
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები