დღეს - 02 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1180
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვანაკსიას SOLO ლაუნჯის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
ჩვენი პირობები განსაკუთრებით დაგაინტერესებს, თუ:
- ახლა იწყებ სამუშაო კარიერას, ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ხარ აქტიური და გაქვს კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარი;
- გიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა და მათი დახმარება
- გსურს, გაეცნო საბანკო სექტორს, მიიღო გამოცდილება და განავითარო კარიერა საქართველოს ბანკში;
- ფიქრობ, რომ დროა, გამოცადო შენი უსაზღვრო შესაძლებლობები.
ჩვენთან კარიერის დაწყების შემთხვევაში, შენ გექნება შესაძლებლობა:
- გაეცნო SOLO ლაუნჯში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ არასაბანკო პროდუქტებს;
- კონსულტაცია და პრემიუმ ხარისხის მომსახურება გაუწიო SOLO მომხმარებლებს;
- იზრუნო SOLO ლაუნჯის ინტერიერისა და ინვენტარის მუდმივ მონიტორინგზე.
- ჩაერთო ბუტიკის ექსკლუზიური ნივთების გაყიდვის პროცესში
ჩვენ გთავაზობთ:
- სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი 10:00-14:00) და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 1180 ლარი) + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს - SOLO ლაუნჯში;
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
- უფასო სოლო პაკეტი
- დაზღვევის უფასო პაკეტი
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება.
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია მინ. 6 თვიანი გამოცდილება მომსახურების, საბანკო სექტორის ან გაყიდვების მიმართულებით.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
- ენების ცოდნა: აუცილებელი - ინგლისური ენა; სასურველი - რუსული ენა (ვერბალური უნარები);
გახდი საქართველოს ბანკის გუნდი ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 2 მარტი , 2026.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/solo-launjis-asistenti-tbilisi-tbilisi-xYR2BN
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

