დღეს - 17 მარ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება, დეზინფექცია - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება, დეზინფექცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს „მზიური“ წარმოადგენს საერთაშორისო და ადგილობრივი ცნობილი ბრენდების (Oleina, Lindt, Huggies და სხვა) ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე 2004 წლიდან და ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს მზიური აცხადებს ვაკანსიას თბილისში, დასუფთავების სპეციალისტი პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- სფერო: მომსახურება
- სამუშაო ადგილი: საქართველო, თბილისი, ა.წერეთლის გამზირი 113დ.
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო დღეები: კვირაში 1 სამუშაო დღე (შაბათი)
- კვირაში 8 სამუშაო საათი.
- სამუშაო საათები: 10:00 – 19:00. შესვენება: 14:00-15:00
ანაზღაურების მეთოდი: ფიქსირებუილ ანაზღაურება 750 ლარი.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- ობიექტის გენერალური (ძირფესვიანი) დასუფთავების ჩატარება დადგენილი გრაფიკის მიხედვით
- რთულად მისადგომი ადგილების საფუძვლიანი წმენდა (კედლები, კარები, ფანჯრები, კუთხეები და სხვა ზედაპირები)
- იატაკების ღრმა წმენდა, რეცხვა და საჭიროების შემთხვევაში დამუშავება
- ავეჯის, ვიტრინების, მინის ზედაპირებისა და ტექნიკის საფუძვლიანი წმენდა
- სველი წერტილების სრული ჰიგიენური დამუშავება და დეზინფექცია
- გამოყენებული ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების სწორი და უსაფრთხო გამოყენება
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და ობიექტის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ჩაბარება.
საკვალიფიკციო მოთხონები:
- სასურველია გენერალური (ძირფესვიანი) დასუფთავების გამოცდილება
- დასუფთავების ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების გამოყენების ცოდნა
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია;
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass
შერჩევის ეტაპები:
- შემოსული რეზიუმეების დახარისხება
- ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება,
დეზინფექცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
