17 თებ - 18 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.
ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მაცივრის ტექნიკოსის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო არეალი: ქ. ბათუმი და აჭარის რეგიონი
სამუშაო გრაფიკი: გამოძახების მიხედვით
პირადი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში — ცვეთის ანაზღაურება;
გადაადგილების ხარჯის ანაზღაურება - საწვავით, საჭიროების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- მაცივრების, საყინულეების, კომერციული გამაგრილებელი სისტემებისა და HVAC სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება;
- დაზიანებული ან მოძველებული დეტალების (კომპრესორი, თერმოსტატი, კონდენსატორი და სხვ.) შეცვლა;
- გამაგრილებელი სითხეების (ფრეონის) შევსება ან ამოღება უსაფრთხოების წესების დაცვით;
- ელექტრო და მექანიკური სისტემების ტესტირება და გამართვა;
- პროფილაქტიკური მომსახურების გრაფიკის დაცვა;
- უსაფრთხოების სტანდარტებისა და ტექნიკური რეგულაციების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება ცივ ტექნიკაში ან ელექტრომექანიკაში (სასურველია კოლეჯის ან პროფესიული სასწავლებლის დიპლომი);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1 წელი;
- ფრეონთან მუშაობის სერტიფიკატი (საჭიროების შემთხვევაში);
- ელექტროსქემების წაკითხვისა და დიაგნოსტიკის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროულად მუშაობის უნარი;
- სავალდებულოა მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- სასურველია პირადი ავტომობილის ფლობა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://dailygroup.selfrecruit.ge/s/iGJpx
შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები
