18 თებ - 19 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური,რუსული
''wegroup''-არის თანამედროვე და დინამიური ჯგუფი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 15 წელია ოპერირებს, როგორც ლიდერი სამკაულების სფეროში.
კომპანია ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 14 მაღაზიით და აერთიანებს MANDARINA და REDBERRY ქსელებს.
ჯგუფი ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: NOMINATION, SOKOLOV, UNOAERRE და Nature Bijoux.
ჩვენი მისიაა ერთის მხრივ შევთავაზოთ მომხმარებლებს მაღალ-ხარისხიანი მომსახურეობა, რათა თითოეულმა მათგანმა იპოვოს სილამაზის უნიკალური გამოხატულება.
ხოლო მეორეს მხრივ შევქმნათ მზრუნველი გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს ექნება განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: wegroup.ge
„wegroup“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:
მოქნილი სამუშაო გრაფიკი:
5 დღე ნახევარი განაკვეთი: I ცვლა - 10:00-16:00; II ცვლა - 16:00-22:00
შესვენება: დღეში 40 წუთი
1 დღე სრული განაკვეთი: 10:00-22:00
შესვენება: 1 სთ და 20 წუთი
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
- პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
- ჯანსაღ სამუშაო გარემო;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურება;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- მოქნილი გრაფიკი და მხარდამჭერი გუნდი, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომსახურების სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- მაღაზიის ვიზუალზე და სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან/და რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა.
ღირებულებები და პიროვნული უნარები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/mfbZqZG
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
