18 თებ - 20 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- სტუდენტებისთვის: კი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ფინანსები
- ენები: ინგლისური
თიბისი აცხადებს ვაკანსიას: სტაჟიორი - საცალო საკრედიტო და მოდელების რისკების მართვის მიმართულება.
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მონაცემებზე დაყრდნობით იცავს ბანკს საკრედიტო რისკებისგან და უზრუნველყოფს პორტფელის უსაფრთხო ზრდას. ჩვენი მთავარი მისიაა რისკების მართვის პროცესების მუდმივი განვითარება და მაქსიმალური ავტომატიზაცია, რაც გულისხმობს ჭკვიანი მონაცემთა ბაზების შექმნასა და რეპორტინგის სისტემების გაციფრულებას. მიმართულება უზრუნველყოფს სტატისტიკური, მანქანური სწავლების და GenAI მოდელების ვალიდაციას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბანკის გადაწყვეტილებების სიზუსტესა და სანდოობაში.
შენ, როგორც სტაჟიორი:
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

- ჩაერთვები ანალიტიკური რეპორტების მომზადებასა და ანალიზში;
- ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებს გადათარგმნი ყოველდღიურ ქმედებებად, რაც ხელს შეუწყობს რისკის პროფილის მქონე სეგმენტების იდენტიფიცირებას, რისკების შემცირებასა და პორტფელის ზრდას;
- ჩაერთვები საცალო პროდუქტის პროცესის განვითარებაში, ავტომატიზაციასა და მენეჯმენტში;
- მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო და სტატისტიკური მოდელების ვალიდაციისა და მონიტორინგის პროცესში;
- უზრუნველყოფ საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით სხვადასხვა მონაცემების ანალიზსა და ახალი ბაზების შექმნას;
- აქტიურად გამოიყენებ/დანერგავ AI-ის ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში;
- ჩაერთვები ყოველკვირეულ/ყოველთვიურ რეპორტინგში.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ხარ ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების მე-3/მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- გამოირჩევი კარგი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარით;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
- გხიბლავს დინამიურ გარემოში მუშაობა და ახალი გამოწვევების საკუთარ თავზე აღება;
- ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე;
- ფლობ MS Office (Excel/Word/PowerPoint), SQL და Power BI პროგრამებს;
- ტექნიკური პროგრამის (Phyton) და ფინანსების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xgyMV
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში