18 თებ - 10 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 5 წლამდე
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მომხმარებლის მზადყოფნის უზრუნველყოფაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში - აბონენტია და ყველა თანამედროვე მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოჰყევით ჩვენი LinkedIn-ის გვერდს:
სამუშაოს აღწერა
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლის გამოცდილების ლიდის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
რას გააკეთებ შენ:
- კომპანიის მასშტაბით CX სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება
- მომხმარებლის მოგზაურობის (Customer Journey) რუკების შექმნა და გაუმჯობესება
- CX ინიციატივების კოორდინაცია Tech, Marketing, Digital, Retail და Call Center გუნდებთან
- CX გუნდის მართვა და განვითარება
- მომხმარებლის უკუკავშირის, NPS, CSAT მონაცემების ანალიზი
- ტოპ მენეჯმენტისთვის ქმედითი ინსაითებისა და რეკომენდაციების წარდგენა
- ქოლ ცენტრისა და საცალო გაყიდვების არხებში სერვისის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება
- სერვისის ხარისხის მონიტორინგის სისტემის (QA Framework) შექმნა, დანერგვა და მართვა
- ქოლ ცენტრისა და საცალო გუნდების ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა და რეგულარული აუდიტის უზრუნველყოფა
- მომხმარებელზე ორიენტირებული კორპორაციული კულტურის გაძლიერება
- CX სტანდარტებისა და პროცესების განსაზღვრა და მონიტორინგი
შენ ჩვენთვის იდეალური კანდიდატი ხარ თუ გაქვს:
- 5+ წლიანი გამოცდილება Customer Experience / Customer Strategy / Service Design მიმართულებით
- მინიმუმ 2+ წელი სტრატეგიულ ან მენეჯერულ პოზიციაზე
- გამოცდილება CX ტრანსფორმაციის ან კომპანიის მასშტაბის ინიციატივების მართვაში
- მუშაობის გამოცდილება Customer Journey Mapping, CX Analytics, Voice of Customer პროგრამებზე
- NPS, CSAT მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა
რატომ სელფი მობაილი?
- გლობალური პარტნიორობები
- სწრაფი გადაწყვეტილებები
- შედეგზე ორიენტირებული კულტურა
- სივრცე ინიციატივისთვის და რეალური გავლენა ბიზნესზე
შეავსე განაცხადი და შემოუერთდი ჩვენ გუნდს!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 მარტი, 2026.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე https://smrtr.io/xfc_5
დამატებითი ინფორმაცია
იყო „სელფი მობაილის“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ფოკუსი ადამიანზე, სიახლეების ძიება, პასუხისმგებლობა, გუნდურობა, კეთილსინდისიერება, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
კეთილსინდისიერება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ნახვები
უნიკალური ნახვები
