18 თებ - 19 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა, მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა, მარაგების მართვა/აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - ენები: ქართული
სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესში გამოყენებული ნედლეულის მონიტორინგი და აღრიცხვა;
- გამოყენებული ნედლეულის მიხედვით წარმოების ოპერაციების აღრიცხვა;
- შესრულებული სამუშაოების ანალიზი;
- მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება;
- ნედლეულისა და სახარჯი მასალების პერიოდული ინვენტარიზაცია;
- საწყობიდან პროდუქციის გაცემის პროცესის კონტროლი და კლიენტებზე გადაცემული პროდუქციის აღრიცხვა;
- აღრიცხვა-კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების მიღება და მათი შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Microsoft Excel-ის ცოდნა (სავალდებულო);
- ანგარიშგებების მომზადების, წაკითხვის და ანალიზის ტექნიკების ცოდნა;
- სასურველია ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტური მართვის და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმოების უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
კორპ.დაზღვევა
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 დღე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „წარმოების აღრიცხვის სპეციალისტი“.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/d6bR82Tc
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა,
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
