19 თებ - 01 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ქსელის გაფართოება და ზრდა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
ქსელის გაფართოება და ზრდა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებიტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ფინანსები
- ენები: ინგლისური
სამუშაო განაკვეთი: სრული
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
საბავშვო ბრენდის ქსელის მაღაზიების ეფექტიანი ფუნქციონირება საოპერაციო პროცესის მხარდაჭერისა და მონიტორინგის მეშვეობით. ბრენდის სტრატეგიის განხორციელების მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში. გაყიდვების გეგმების შესრულების მიზნით ტაქტიკური ამოცანების შემუშავება და განხორციელება მაღაზიების გუნდთან ერთად.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- მაღაზიებში ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი, ეფექტიანობისა და კომპანიის სტანდარტებთა შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
- მინდობილ ბრენდებთან დაკავშირებით სტრატეგიული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება, ინიციატივების გაზიარება.
- მაღაზიებში საოპერაციო პროცესისა და კომერციული მაჩვენებლების გასაუმჯობესებელი საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
- რეალიზაციის და სხვა დადგენილი KPI-ების (მაგ., მომხმარებლის კონვერტაციის მაჩვენებელი, ტრანზაქციის საშუალო ღირებულება და ა.შ.) რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი;
- გამოვლენილი ტენდენციების ანალიზის საფუძველზე კომერციული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- მარკეტინგული აქტივობების გეგმის განხორციელების მხარდაჭერა;
- ბრენდში მომხმარებლის ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
- მინდობილ მაღაზიებში ვიზუალური მერჩანდაიზინგის სტრანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის პერსონალთან რეგულარული შეხვედრების უზრუნველყოფა მიზნების დასახვისა და შესაბამისი უკუკავშირის გაცემის მიზნით;
- მაღაზიის მენეჯერებისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა თანამშრომლების მხარდაჭერა მენტორისა და ქოუჩის როლში;
- მაღაზიის პერსონალის შეფასებისა და განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა;
- მინდობილი ქსელის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მნიშვნელოვანია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (წერითი და საკომუნიკაციო მინ. B1 / A1 დონე)
უნარები რომლებსაც მიექცვა ყურადღება:
- მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პროექტის მენეჯმენტის უნარები.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/H8YU8
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცემული ველები და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2026 წლის 1 მარტისა.
გაყიდვები
ქსელის გაფართოება და ზრდა
ნახვები
უნიკალური ნახვები
