დღეს - 15 მარ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული,რუსული,ინგლისური
„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge
კომპანია ,, ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში
ანაზღაურება: 55 ლარი დღეში (თვეში 1150-1250 ლარი) ზრდის პერსპექტივით.
(გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ ერთ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება 500 ლარის ოდენობით).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
დამატებით გთავაზობთ:
- კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს;
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტის ეფექტური,თავაზიანი მომსახურება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.
- სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
სასურველი უნარ–ჩვევები:
- მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
- კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
- პუნქტუალური და დისციპლინირებული,პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge
არაუგვიანეს 2026 წლის 15 მარტისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,,მოლარე-ოპერატორი თბილისი"
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით.
თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში
გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
