25 თებ - 16 მარ
სტანდარტი
მოლარე-კონსულტანტი
თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995577457711

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა, ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 24-დან 35 წლამდე
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: რუსული,ინგლისური
„სუვენი“ არის ცნობილი თურქული ბრენდი, რომელიც სპეცილიზირებულია ქალის თეთრეულის, სახლის სამოსისა და საცურაო კოსტიუმების წარმოებაში.

,,სუვენი’’ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ისთ ფოინთი)
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით ( 8 სააათიანი სამუშაო დღე);
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + მოქნილი საბონუსე სისტემა
დასვენება - თვეში 8 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • ბრენდის პროდუქციის ნაშთების ანალიზი და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის მენეჯერისთვის;
  • ბრენდის თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
  • მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • პროდუქციის მიღება-დალაგებასა და აღწერაში მონაწილეობა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით მუშაობა;
  • საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ატვირთვა;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 6 თვე);
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: tea.lolua@vestire.ge და "subject"-ში მიუთითოთ მოლარე-კონსულტანტი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი 2026 წელი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა,
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები