დღეს - 25 მარ
სტანდარტი
სპორტული დარბაზის მმართველი / გენერალური მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სპორტი/წვრთნა სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, დარბაზის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 5000 - 8000
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სპორტი/წვრთნა სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება, დარბაზის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა სპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • ენები: ქართული
სპორტულ დარბაზში ცხადდება ვაკანსია პოზიციაზე: სპორტული დარბაზის მმართველი / გენერალური მენეჯერი

თბილისში მალე იხსნება ახალი, მასშტაბური სპორტული დარბაზი (ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქართველოში და ამიერკავკასიაში) და ვეძებთ ობიექტის სრულფასოვან მმართველს.

ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც შეძლებს სპორტული დარბაზის ოპერაციული მართვის სრულ პასუხისმგებლობაზე აღებას და ყოველდღიური პროცესების ორგანიზებას — როგორც გახსნამდე, ისე გახსნის შემდეგ.

ძირითადი მოვალეობები:
  • სპორტული დარბაზის ოპერაციული პროცესების აწყობა ნულიდან (გახსნამდე პერიოდი)
  • გახსნისთვის მზადების ორგანიზება (პერსონალის შერჩევა, პროცესების გაწერა, მარაგების მომზადება)
  • სპორტული დარბაზის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა
  • თანამშრომლების (ტრენერები, ადმინისტრაცია, ტექნიკური პერსონალი, დასუფთავება) კოორდინაცია და კონტროლი
  • სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და დისციპლინის უზრუნველყოფა
  • ობიექტის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი კონტროლი
  • შესყიდვების ორგანიზება და მარაგების მართვა
  • ტექნიკური პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაწყვეტა
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა
  • ანგარიშგება დამფუძნებლებთან / ხელმძღვანელობასთან
  • კრიზისული სიტუაციების მართვა და ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3-5 წლიანი მართვის გამოცდილება (სასურველია: ფიტნეს ცენტრი, სპორტული დარბაზი, ჰორეკა, სასტუმრო ან დიდი კომერციული სივრცე)
  • ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
  • პერსონალის მართვის გამოცდილება
  • მოლაპარაკებებისა და შესყიდვების მართვის გამოცდილება
  • ენერგიულობა და ადგილზე აქტიურად ყოფნის მზადყოფნა (ეს არ არის ოფისური პოზიცია)

ანაზღაურება:
  • გახსნამდე პერიოდში: 5000 ლარი
  • გახსნის შემდეგ: 8000 ლარი + ბონუს სისტემა (ობიექტის შედეგებზე დამოკიდებული)

ჩვენ გთავაზობთ:
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა
  • კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობა
  • ახალი, თანამედროვე და მასშტაბური პროექტის შექმნაში მონაწილეობა

დამატებითი ინფორმაცია:
პოზიცია გულისხმობს დარბაზში მუდმივ ჩართულობას და პროცესების ადგილზე მართვას. ვეძებთ მმართველს, რომელიც პროექტს აღიქვამს როგორც საკუთარ პასუხისმგებლობას და შეძლებს ძლიერი სისტემის შექმნას ნულიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV: hr@newgym.ge
სპორტი/წვრთნა
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
დარბაზის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები