დღეს - 24 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1300
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
შპს ვეზირი იწყებს კანდიდატების შერჩევას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 25 (ოცდა ხუთი)
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/04/2026
დასაქმების პირობები:
- სამუშაო ადგილი: დამკვეთის (TBC) ობიექტი, თბილისი, ვაშლიჯვარი.
- სამუშაო საათები: 3 ცვლიანი რეჟიმი, რაც გულისხმობს დილის 09:00 სთ-დან მეორე დილის 09:00 სთ-მდე 24 საათიან მორიგეობას, ყოველ მე-3 დღეს.
- ანაზღაურება: ხელზე მისაღები 1300 ლარი;
- დაზღვევა: დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი კომპანიის ხარჯზე.
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით.
ძირითადი მოვალეობები:
- მორიგეობის პერიოდში ობიექტზე დაშვების უზრუნველყოფა, შესვლა-გამოსვლის კონტროლი (როგორც ადამიანების ასევე ა/მანქანების) არასანქცირებული შეღწევის აღკვეთა;
- კანონსაწინააღმდეგო მოქმედების აღკვეთა და დამკვეთის/შესაბამისი სამსახურების ინფორმირება;
- დაცვის თანამშრომელი შემოსილი უნდა იყოს უნიფორმით და აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით;
- დასაცავი ობიექტები აღჭურვილია დაშვების კონტროლის, სახანძრო-საგანგაშო სიგნალიზაციით და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია: ცვლიან რეჟიმში მუშაობის გამოცდილება;
- საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სწრაფი რეაგირებისა და გაწერილი ინსტრუქტაჟის ფარგლებში მოქმედების უნარი;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
- სასურველია: ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ფლობა;
- დაცვის თანამშრომლის ასაკი - 25 -50 წლამდე;
- სასურველია ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 24 მარტი
დასაქმებულის უფლებები:შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
უსაფრთხოება / დაცვა
ობიექტის დაცვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
