დღეს - 26 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჯანდაცვის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- ფრონტისა (სერვის მენეჯერები, ასისტანსი) და პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული სადაზღვევო შემთხვევის (ზარალის) დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმართვის/საგარანტიო წერილის ავტორიზება;
- ავტორიზების შემდეგ დადებითად გადაწყვეტილი/დადასტურებული მიმართვების პროვაიდერი კლინიკისთვის ელ. ფოსტის საშუალებით მიწოდების უზრუნველყოფა;
- განხილვის შედეგად უარყოფილი/არაავტორიზებული მიმართვების შესახებ პასუხისმგებელი პირისათვის უარის შესახებ დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხის მიწოდება წყაროს მითითებით;
- პრეტენზიის შემთხვევაში წერილობით არგუმენტირებული პასუხის მომზადება/მოწოდება;
- პროგრამის აქტიურ ფაზაში (დასამუშავებელი) წარდგენილი შესრულებული სამუშაოს დამუშავება ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში;
- დამუშავების შემდეგ ინვოისის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისა და თანმხლები დოკუმენტაციის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა შემდგომი ქმედებისთვის;
- კორექტირებაზე პრეტენზიის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებული/დასაბუთებული პასუხის მომზადება და შესაბამისი პირისთვის წერილობით ელ. ფოსტის საშუალებით მიწოდება;
რას ვითხოვთ:
- უმაღლესი სავალდებულო სამედიცინო განათლებას;
- სავალდებულო სამუშაო გამოცდილებას მსგავს პოზიციაზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (MS Office);
- ანალიტიკური აზროვნებას;
- დეტალებზე ორინტირებულობას;
- პასუხისმგებლობის გრძნობას;
- გუნდური მუშაობის უნარს.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/6yZ0XwE
გისურვებთ წარმატებას!
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
