დღეს - 26 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
დაზღვევის აღრიცხვა და რეგულირება დაზღვევა სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
დაზღვევის აღრიცხვა და რეგულირება დაზღვევასხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე საოპერაციო დეპარტამენტში.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- კორპორატიული კლიენტების ხელშეკრულებების/სერთიფიკატების გაცემა, ინვოისების მომზადება და ხელშეკრულების შესაბამისად ცვლილებების ასახვა.
- კლიენტის მიერ მოთხოვნილი ცვლილებების დაზღვევის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- კლიენტებთან შედარებების უზრუნველყოფა და დებიტორული დავალიანებების მართვა, მათი მინიმიზაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი რეპორტნგის წარმოება;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კლიენტების კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- კომპანიის კლიენტების უკუკავშირის მუდმივი მონიტორინგი, მათ მიერ გამოთქმული შენიშვნებისა თუ უკმაყოფილების დაფიქსირება/მართვა;
- ინფორმაციული შეკითხვების მართვა, კლიენტისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი უკუკავშირი ან/და გადამისამართება უფლებამოსილ პირებთან;
- სერვისის მიღების მიზნით, კლიენტების მოთხოვნების დაფიქსირება და უფლებამოსილ პირებთან გადამისამართება;
- სადაზღვევო შემთხვევების მართვაში უშუალო ჩართულობა, კლიენტსა და კომპანიის ანაზღაურების რგოლებს შორის მედიატორობა.
რას ვითხოვთ:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას სამომხმარებლო დონეზე (განსაკუთრებით MS Excel)
- მსგავს პოზიციაზე სასურველ სამუშაო გამოცდილებას
- ანალიტიკური აზროვნებას
- დეტალებზე ორინტირებულობას
- პასუხისმგებლობის გრძნობას
- გუნდური მუშაობის უნარს
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/pGpqHEn
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
დაზღვევის აღრიცხვა და რეგულირება
დაზღვევა
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
