დღეს - 26 მარ
სტარტი
ადმინისტრაციული დირექტორი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა სამშენებლო მასალები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ რუსთავში, ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4 ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ადმინისტრაციაში შემავალ სტრუქტურული ერთეულების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა და მხარდაჭერა;
  • საოფისე და საწარმოო ადმინისტრაციული პროცედურებისა და სისტემების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილებებიდან რეპორტების გამოთხოვა, ანალიზი და შესაბამისი მითითებების/რეკომენდაციების გაცემა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლებისგან მიღებული განცხადებებისა და მეილების განხილვა და დროული უკუკავშირი;
  • შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადება;
  • საოპერაციო ხარჯების მონიტორინგი და მართვა, შემცირების სტრატეგიის შემუშავება;
  • კომპანიის მატერიალური ფასეულობების (მარაგების და ძირითადი საშუალებების) ინვენტარიზაციების ჩატარებისა და ნაშთების გასწორების კონტროლი;
  • კომპანიის შიდა გამოყენებისთვის ჩამოწერილი მასალების კონტროლი;
  • საქონლის უკან დაბრუნებასთან და ზედნადების კორექტირებასთან დაკავშირებული დასტურების გაცემა კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • იმ ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რაც კონკრეტულად არ არის გაწერილი მოცემული პუნქტით, თუმცა არსობრივად დაკავშირებულია დასაქმებულის უფლება-მოვალეობებთან და თანამდებობრივად მის დაქვემდებარებაში მყოფ საკითხს მიეკუთვნება;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდის მოტივაციისა და ლიდერობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირების და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
კვებას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ადმინისტრაციული დირექტორი რუსთავში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები