შემდეგი
დღეს - 26 მარ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა
მებაღეობა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სოფლის მეურნეობა
მებაღეობა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
დამსაქმებელი: შპს თაბორი რიზორთსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
პოზიცია: მებაღე (ტროპიკული მცენარეების ბაღი)
თაბორი რიზორთსი აცხადებს ვაკანსიას სწავლული მებაღის პოზიციაზე, ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების ზამთრის/დახურულ ბაღში სამუშაოდ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების მოვლა და მათი ნორმალური განვითარების უზრუნველყოფა (მორწყვა, გასხვლა, გამოკვება, ფორმირება)
- არსებულ მცენარეთა ბიოლოგიის და მოვლის თავისებურებების, აგროტექნიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დოკუმენტირება და მოვლის ღონისძიებების კალენდარული გეგმის შემუშავება
- ნიადაგის მდგომარეობის კონტროლი და გაუმჯობესება
- სასუქებისა და მცენარეთა მოვლის/დაცვის საშუალებების მართებული შერჩევა და სწორად გამოყენება
- მავნებლებისა და დაავადებების დროული იდენტიფიცირება და მართვა
- მცენარეების გადარგვა და აკლიმატიზაციის პროცესის უზრუნველყოფა
- სარწყავი სისტემების მონიტორინგი და გამართული ფუნქციონირების კონტროლი
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დახურული გრუნტის პირობებში ტროპიკული ან სუბტროპიკული მცენარეების მოვლის 3-5 წლიანი გამოცდილება
- მებაღეობის სფეროში უმაღლესი ან პროფესიული განათლება (აგრონომიული, ბიოლოგიური ან მონათესავე მიმართულებით)
- უცხო ენების ცოდნა: რუსული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- მცენარეთა სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელი მიკროკლიმატის მართვის პრინციპების ცოდნა (ტემპერატურა, ტენიანობა, განათება)
- სარწყავი სისტემების ცოდნა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- სარეკომენდაციო წერილი (სასურველია)
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
- ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
- გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა
- პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სამუშაო გარემო
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სოფლის მეურნეობა
მებაღეობა
ნახვები
უნიკალური ნახვები