დღეს - 15 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1200
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს საწყობის შეკვეთების მიმღების პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, ცვლადი გრაფიკი (დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურების ტიპი: ანაზღაურება ფიქსირებული 1200 ლარი
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- ბორტებიდან დაბრუნებული პროდუქციის გადმოტვირთვა და საწყობში მითითებულ ადგილას განლაგება;
- პროდუქციის დასაწყობება დადგენილი წესის მიხედვით; ყოველი პროდუქტისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით;
- წუნდებული საქონელის დახარისხება და განლაგება სახეობების მიხედვით;
- საწყობის ტერიტორიის წესრიგში მოყვანა;
- საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანლელის მითითებით სხვა დავალების შესრულება
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- საშუალო განათლება
- სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
- ანალიზისა და გამოთვლების წარმოების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-epYOF4
საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
