დღეს - 11 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე გარდაბანში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ:
მომხმარებლებს ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევთ, მათი მოთხოვნების შესაბამისად;
მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებთ სხვადასხვა ოპერაციას, როგორებიცაა: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
მომხმარებლებს შესაბამის კონსულტაციას გაუწევთ, შესთავაზებთ მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და უზრუნველყოფთ გაყიდვების პროცესს;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
- სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
- ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
- გაყიდვების წარმოების ეფექტური უნარი;
- შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.
ჩვენ გთავაზობთ:
- დარიცხულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად;
- ტრენინგებს კარიერული განვითარებისთვის (ტრენინგების დაწყებიდანვე ფორმდება ხელშეკრულება და ინიშნება ანაზღაურება);
- კომფორტულ სამუშაო ადგილს: სტანდარტულ სერვის ცენტრში ან მეტროს სადგურებში მდებარე Express სერვის ცენტრში;
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 11 მარტი,2026.
საბანკო
ნაღდი ფულის მართვა და მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
