დღეს - 27 მარ
სტანდარტი
გაყიდვების წარმომადგენელი შოურუმში
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@samerygroup.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ავეჯი და სახლის ნივთები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
ავეჯი და სახლის ნივთები - ენები: ინგლისური,რუსული
„სამერი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების წარმომადგენელი შოურუმში
ვინ ვართ ჩვენ:
„სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის შიდა კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
რატომ „სამერი ჯგუფი“?
ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:
- იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად;
- ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის;
- გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს;
- მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან;
- იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;
პოზიციის შესახებ
პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს კლიენტის სრული მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე: დაინტერესებიდან - საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამდე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- სოციალური ქსელებიდან შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა, კლიენტის დაინტერესება და კონვერსიის მხარდაჭერა
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია შოურუმში - დახვედრა და მოდელების წარდგენა
- კარის სპეციფიკაციების ახსნა; ფერების, მასალებისა და დიზაინის არჩევაში კლიენტის მხარდაჭერა
- განფასების მომზადება კლიენტისთვის სასურველი რაოდენობისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით
- შეკვეთების გაფორმება და ხელშეკრულების მომზადება
- თანხის ჩარიცხვის კონტროლი და მიღების დადასტურება
- კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთის დასრულებამდე
- რემონტთან და კარ-ავეჯთან დაკავშირებულ ჯგუფებში აქტიური კომუნიკაცია
მოთხოვნები
- გაყიდვების მიმართულებით, კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი)
- კარ-ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
- სოციალური ქსელებში აქტიურობის გამოცდილება, კლიენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით (აუცილებელი)
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელი)
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- შეთავაზების, პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი
- ზუსტი და პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო
პიროვნული თვისებები
- კლიენტზე ორიენტირებული, ენერგიული და აქტიური
- სწრაფად ადაპტირებადი
- შემოქმედებითი და პრაგმატული კომუნიკაციაში
- კომპლექსური გაყიდვების პროცესის მართვის უნარი
პირობები
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები გაყიდვებიდან
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 126
როგორ შეიტანოთ განაცხადი:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების წარმომადგენელი შოურუმში“
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები
