დღეს - 27 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას : ანალიტიკოსი/ბიზნეს დაკრედირტების ექსპერტი - საცალო დაკრედიტების პროდუქტების ანალიტიკის გუნდი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, მაღალ შემოსავლიანი სეგმენტის მომსახურების ლიგაში, საცალო დაკრედიტების პროდუქტების ანალიტიკოსების ჯგუფში, ვეძებთ - ანალიტიკოსს/ ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტს.
პოზიციის მიზანია: მსესხებლების ბიზნესის დეტალური შესწავლა, ადგილზე ვიზიტის განხორციელება, ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და ბიზნესის მდგრადობასა და მომგებიანობაზე ობიექტური დასკვნის მომზადება.
შენ როგორც ანალიტიკოსი იმუშავებ შემდეგ საკითხებზე:
- ფინანსური უწყისების მომზადება;
- ფინასური ანგარიშგებების სიღრმისეული ანალიზი;
- საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება და ანალიზი;
- რისკ მენეჯერთან ერთად გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება.
შენი საქმიანობა იქნება:
- საცალო სესხების დამუშავების პროცესში მონაწილეობა, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი;
- განახორციელოს ვიზიტი მსესხებლის ბიზნეს ობიექტზე კლიენტის მომსახურე ფილიალის წარმომადგენელთან ერთად, შემდგომი ფინანსური ანალიზის ჩატარების მიზნით;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება მსესხებლის გადამხდელუნარიანების განსაზღვრის მიზნით;
- ბიზნესს ანალიზის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებაზე დასკვნის დადება.
ველოდებით გამოხმაურებას თუ გაქვს:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდურობა
- ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ანალიტიკური უნარი
- მოქნილობა და ოპერატიულობა
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება სასურეველია ფინანსების/ ბიზნეს ადმინისტრირების მიმართლებით. (სასურველი)
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ბიზსნეს დაკრედიტების ექსპერტის მიმართულებით
- ფინანსური უწყისების ცოდნა
- RS -ზე მუშაობის გამოცდილება
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xqRnb
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
