დღეს - 28 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი
კომპანიის დასახელება: შპს „ვიდისი“
კომპანიის შესახებ: შპს „ვიდისი“ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2019 წლიდან. კომპანია საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. ძირითადი მიმართულებები: საჰაერო და საკაბელო ელ. გადამცემი ხაზების მშენებლობა; სატრანსფორმატორო პუნქტების მშენებლობა; კრიტიკული ენერგეტიკული მიმართულება - გენერატორები, ძაბვის რეგულატორები, უწყვეტი კვების წყაროები; წარმოების მიმართულება - მეტალის ფაბრიკაცია, ქვესადგურები, მაღალი და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარები, აღრიცხვის კვანძის უჯრედები და სხვა.
შპს „ვიდისი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მოქმედი საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად, კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით.
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება (საბუღალტრო პროგრამა 1C).
- მიწოდებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესაბამისად, საბანკო ტრანზაქციების განხორციელება.
- მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი.
- მარაგების მართვის კონტროლი.
- მასალა/ნედლეულის ჩამოწერის კონტროლი.
- წარმოების კალკულაციების სიზუსტისა და ნარჩენების მონიტორინგი.
- დებიტორებთან შედარება.
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად (RS.GE).
- წლიური ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.
- აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან, ბანკებთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაცია.
- სხვა ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება.
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
- კომუნიკაციის წარმოება კომპანიის ოფიციალური მეილის მეშვეობით.
- კომპანიის შინაგანაწესის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
- სასურველია წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Excel, MS Outlook
- ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პროცედურების ცოდნა
- საქართველოს საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- სწრაფი ადაპტაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- მაღალი სამუშაო დისციპლინა და პუნქტუალურობა
- ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
- მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება
- შედეგზე ორიენტირება
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00 - 18:00
- სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #62
- ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების და კომპეტენციის შესაბამისად
- ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი და სამედიცინო დაზღვევა
CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადა - 31.03.2026 წ.
გასაუბრებას გაივლიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@vdc.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ბუღალტერი“.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
