დღეს - 28 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დისტრიბუცია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობა სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დისტრიბუცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობასამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას “დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის “ პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სადისტრიბუციო ქსელის ეფექტურ მართვაზე, ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაციაზე და გაყიდვების მხარდაჭერაზე. პოზიცია მოითხოვს სტრატეგიულ ხედვას, გუნდური მუშაობის მართვის გამოცდილებას და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სადისტრიბუციო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- სადისტრიბუციო არხების მართვა და გაფართოება;
- რეგიონული დისტრიბუტორების და სავაჭრო წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია;
- გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი და ანალიზი;
- ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
- ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება;
- პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- გუნდის მართვა, მოტივაცია და პროფესიული განვითარება;
- ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ან შესაბამისი სფერო);
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში (სასურველია სამშენებლო მასალების სექტორში);
- საოფისე პროგრამები (MS Office);
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HlZBfYmc
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
დისტრიბუცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
