დღეს - 31 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, სწავლების და განვითარების გუნდი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
გუნდის საქმიანობის აღწერა:
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია თანამშრომელთა საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების დაგეგმვაზე, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია საუკეთესო სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად.
Შენ, როგორც სტაჟიორი:
- კოორდინაციას გაუწევ თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და ღონისძიებების ლოჯისტიკურ საკითხებს;
- Მართავ მონაწილეთა სიებს, კალენდრებსა და სატრენინგო სივრცეებს;
- უზრუნველყოფ მუდმივ კომუნიკაციას მონაწილეებთან, ტრენერებთან და ვენდორებთან;
- მოამზადებ სერტიფიკატებს და აღრიცხავ დასწრებებს;
- იმუშავებ LMS სისტემასა და ექსელის ბაზებთან;
- მოამზადებ პრეზენტაციებსა და რეპორტებს წინასწარ განსაზღვრული შაბლონების მიხედვით.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ
- ხარ ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულების მე-3/მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
- გაინტერესებს როგორ ხდება კომპანიაში თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება;
- გამოირჩევი კარგი კომუნიკაციის უნარით;
- ფლობ ინგლისურ ენას და MS Office-ის პროგრამებს (პრიორიტეტულია Excel).
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xtJXg
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
