დღეს - 02 აპრ
სტანდარტი
ტექნიკური მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: d.khinkiladze@nextgroup.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 2-დან 3 წლამდე
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "NEXT Property"-ი”-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
"NEXT Property"-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კონსტრუქტორებთან, არქიტექტორებთან და სხვა დისციპლინებთან თანამშრომლობა საპროექტო ჯგუფისთვის კონსტრუქციული კონცეფციის დავალების შემუშავების მიზნით.
- ძირითადი სტრუქტურული ელემენტების (ხიმინჯები, შპუნტები, სვეტები, კოჭები, ფილები, ფუნდამენტი და სხვ.) წინასწარი განსაზღვრა.
- კონსტრუქციული პროექტის შემოწმება და ანალიზი.
- სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
- სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა;
- ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
- სამშენებლო მასალების გამძლეობისა და სტაბილურობის ანალიზი.
- ტექნიკური სპეციფიკაციების ანალიზი და შეფასების მომზადება.
- ზედამხედველების მართვა და ნახაზების მიხედვით მშენებლობის კონტროლი.
- სამშენებლო მოედანზე არსებულ კითხვებზე რეაგირება და გადაწყვეტილებების მიწოდება.
- საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული ელემენტების გადათვლა ან დიზაინის ცვლილება მშენებლობის მიმდინარეობისას.
- კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და ფორმა 2-ის ანალიზი.
- პერიოდული ანგარიშის მომზადება.
- დამატებით ბენეფიტად ჩაითვლება კონსტრუქციული ნახაზების ან/და კვანძების, დეტალების მომზადების ცოდნა.
პროფესიული უნარები/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე
- AutoCAD, პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დასაქმების პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khinkiladze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 30 მარტამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ""NEXT Property""-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
