დღეს - 04 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - ენები: ქართული
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „კატეგორიის საწყობის მენეჯერის“ პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები :
- სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
- საწყობში შესაბამისი კატეგორიის სამუშაო პროცესის მართვა, სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმები, პირადი და საწყობის ჰიგიენა);
- საწყობის შესაბამისი კატეგორიის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა მხრიდან გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
- სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
- საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
- პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
- ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც პროდუქტის მიღებისას, ასევე გაცემისას;
- მარაგების კონტროლი და შევსება;
- წუნდებული პროდუქციის მართვა;
- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე; (სამშენებლო ან სარემონტო მასალების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.)
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
- შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/4ADkjL4b
გაყიდვები
პროდუქტის კატეგორიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
