დღეს - 04 აპრ
სტანდარტი
ინჟინრერი/ტექნიკური ზედამხედველი
ფოთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: geoconsulting.hr@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
საპროექტო/საზედამხედველო კომპანია "Geo Consulting" აცხადებს ვაკანსიას სარწყავი სისტემის/არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ინჟინრის (ტექნიკური ზედამხედველი) პოზიციაზე. სამშენებლო ობიექტი მდებარეობს ფოთში.
სამშენებლო ობიექტის ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, სრული განაკვეთი
მოვალეობები:
- მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა. საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროექტის ცვლილების ინიცირება მოხსენებითი ბარათის საშუალებით;
- მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
- მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
- სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
- კონტრაქტორის მიერ საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი, მათ შორის შესრულებული კონსტრუქციების მდებარეობის სისწორე პროექტის შესაბამისად, შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო შენიშვნის მომზადება და ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორების კონტროლი;
- კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (საჭიროების შემთხვევაში - სერთიფიკატების) შემოწმება;
- ობიექტის მშენებლობის საკითხებზე გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა;
- ობიექტზე დასრულებული სამუშაოების მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
- შესრულებული სამუშაოების პროექტისა და სპეციფიკაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ ტექნიკური ზედამხედველობის დაგეგმვა და განხორციელება;
- მშენებლობის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება სამუშაოთა წარმოების ჟურნალში;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება; საჭიროებიდან გამომდინარე, ობიექტზე გამოყენებული სამშენებლო მასალის ნიმუშის აღება, შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით;
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა, საზედამხედველო კომპანიის არასრულყოფილი შესრულება);
- ფარული სამუშაოების აქტების, შესრულებული სამუშაოების უწყისების, გადახდის სერტიფიკატების, მიღება-ჩაბარების აქტების და კონტრაქტის ფარგლებში სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;
- დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში, პერიოდულად ობიექტის მონახულება და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კონტრაქტორის ინფორმირება და შემდგომ დეფექტების გამოსწორების მონიტორინგი;
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ერთერთი შემდეგი მიმართულებებიდან:
- სამოქალაქო ინჟინერი;
- საავტომობილო გზების, ხიდების და გვირაბების ინჟინერი;
- ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი;
- ან საინჟინრო მიმართულების სხვა სპეციალობა.
- ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო ნორმატივების ცოდნა;
- არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის ზედამხედველობის კუთხით;
- სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი.
სასურველია:
გამოცდილება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და მათ მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაში;
ინგლისური ენის ცოდნა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geoconsulting.hr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
