09 მარ - 07 აპრ
სტანდარტი
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, პეკინის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები HR ანალიტიკა, HR ადმინისტრაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1700

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადამიანური რესურსები HR ანალიტიკა, HR ადმინისტრაცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
გოა კრედიტი ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და
უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ეფექტურად განხორციელებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის 3
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00
შაბათი: 10:00 – 15:00
ანაზღაურება: 1700 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
  • პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და შერჩევის პროცესის სწორად განხორციელებაზე;
  • აუცილებელია შრომის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
  • სამუშაოს ძიების პლატფორმებზე ვაკანსიის განთავსება;
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
  • პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების სათანადო დონეზე გაფორმება/რეგისტრაცია/შენახვა;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
  • პერსონალის საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვაში, განხორციელებაში და შედეგების მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
  • თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: g.balanchivadze@goacredit.ge
ადამიანური რესურსები
HR ანალიტიკა,
HR ადმინისტრაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები