10 მარ - 24 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზის ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სამუშაოს აღწერა
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Data Analyst - ის როლზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ამ როლში შენ:
- გააანალიზებ digital პროდუქტების (mobile app, web channels) გამოყენების მონაცემებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით იპოვი ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობებს
- შეისწავლი მომხმარებლის ქცევას digital funnels-ის ფარგლებში (onboarding, activation, conversion) და დაადგენ სად არის მომხმარებლის დაკარგვის ან ზრდის პოტენციალი
- განსაზღვრავ და მუდმივად მონიტორინგს გაუწევ პროდუქტის მთავარ KPI-ებს (DAU, MAU, retention, churn)
- შეაფასებ ახალი ფუნქციებისა და product ცვლილებების ეფექტს მონაცემების ანალიზის საფუძველზე
- დაგეგმავ, ჩაატარებ და გააანალიზებ A/B ტესტებს, რათა პროდუქტის გადაწყვეტილებები იყოს მონაცემებზე დაფუძნებული
- ითანამშრომლებ პროდუქტის, UX/UI და მარკეტინგის გუნდებთან, რათა ერთობლივად შექმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები
- შექმნი dashboards-ს, insights-ს და ავტომატურ რეპორტებს, რომლებიც გუნდს დაეხმარება სწრაფად და სწორად მიიღოს გადაწყვეტილებები
თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
- Digital Product ან Data Analyst როლში მინიმუმ 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
- SQL-ის ძლიერი პრაქტიკული ცოდნა
- Digital product metrics-ის ცოდნა (funnels, retention, cohorts, conversion)
- მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (Power BI, Tableau ან მსგავსი)
- Analytics tools გამოცდილება (Firebase Analytics, Amplitude, Mixpanel ან მსგავსი)
- Excel / Google Sheets-ის ძლიერი ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება და ბიზნეს შეკითხვების მონაცემებად გარდაქმნის უნარი
- პროაქტიულობა - არ ელოდები ინსტრუქციას, თავად სვამ კითხვას „რატომ?“
- არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი და დისკუსიის კულტურა
- სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარი
დამატებითი უპირატესობა იქნება:
- Mobile ან large-scale digital პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება
- Python გამოყენებით მონაცემების ანალიზის გამოცდილება
- A/B ტესტირების პრაქტიკული გამოცდილება
- UX კვლევებთან და მომხმარებლის journey ანალიზთან მუშაობის გამოცდილება
- ტელეკომუნიკაციის ან subscription-based პროდუქტების გამოცდილება
გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 მარტი, 2026.
დამატებითი ინფორმაცია
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
- პასუხისმგებლობას (Ownership)
- საქმის ხახრისხიან შესრულებას
- პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
- დასახო ამბიციური მიზნები
- თამამად გამოხატო შენი აზრი
- ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
- ისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
- ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
- პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
- სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
- კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
- გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზეhttps://smrtr.io/xDZT_
ინფორმაციული ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზის ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
