დღეს - 08 აპრ
სტანდარტი
უფროსი იურისტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geobeer.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 4 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, ანალიზი ან/და შემოწმება;
- სხვადასხვა სახის კორპორაციული დოკუმენტების (მაგ. საერთო კრების ოქმები, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება;
- სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება კომპანიის საჭიროებისამებრ;
- წარმომადგენლობა სასამართლოსა და საარბიტრაჟო დაწესებულებებში, მონაწილეობა გამარტივებულ სააღსრულებო წარმოებებში;
- კომუნიკაცია და წარმომადგენლობის განხორციელება აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან;
- კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევა, ანალიზი, რელევანტური საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მენეჯმენტისთვის;
- კონსულტაციის გაწევა კომპანიის მენეჯმენტისა და სხვა დასაქმებულებისთვის სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით;
- კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სამართლის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს კომპანიის შიდა იურისტად მუშაობის გამოცდილებით);
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
სასურველია:
- სამართლის მაგისტრის ხარისხი;
- საადვოკატო ლიცენზია (სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით).
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge.
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს, შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
