11 მარ - 26 მარ
სტარტი
ელექტრო ინჟინერი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@luxonpower.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ლუქსონ ფაუერი არის ენერგეტიკული, საინჟინრო და სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ქმნის ენერგოეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
- მზის და ქარის ელექტროსადგურების პროექტირება და მონტაჟი;
- უწყვეტი კვების წყაროების, საწვავზე მომუშავე გენერატორების და ენერგიის შემნახველი სისტემების დანერგვა.
- გამანაწილებელი ფარების აწყობა და 0,4კვ სისტემების ინსტალაცია.
- ავტომატური გადართვის, ენერგომართვის და მონიტორინგის სისტემების გამართვა.
- დამიწების, მეხამრიდის სისტემების და სხვა დამცავი მოწყობილობების მონტაჟი.
- სატრანსფორმატორო ქვესადგურების და ტექნიკური ნაგებობების მშენებლობამონტაჟი;
- სახანძრო სიგნალიზაციის, დაცვისა და ვიდეო-მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია
- შიდა ქსელების მოწყობა და დანერგილი სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა.
ლუქსონ ფაუერი აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტების ტექნიკური მოკვლევა და ანალიზი: ობიექტზე ვიზიტი, არსებული ინფრასტრუქტურის დიაგნოსტიკა და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული
- ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტის შემუშავება;
- საპროექტო სამუშაოების წარმოება: ელექტრომომარაგების სისტემების პროექტირება, შესაბამისი ნახაზებისა და სქემების მომზადება.
- მასალების შერჩევა და ხარჯთაღრიცხვა: პროექტისთვის საჭირო მოწყობილობების ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, კომპონენტების სრული სიის შედგენა
- და სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
- საინსტალაციო სამუშაოების განხორციელება და მართვა: ინსტალაციის პროცესშიჩართულობა სამუშაო ჯგუფებთან ერთად, ტექნიკური მხარდაჭერა და ხარისხის
- კონტროლი დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
- სისტემების ექსპლუატაციაში გაშვება: დამონტაჟებული სისტემების გამართვა, პროგრამული კონფიგურაცია და საბოლოო ტესტირება გამართული მუშაობის
- უზრუნველსაყოფად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საინჟინრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარები:
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით, 1 500 ლარიდან.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით, 1 500 ლარიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 25 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ რეზიუმეშემდეგ მისამართზე: info@luxonpower.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ინჟინერია
ელექტრო ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები
