დღეს - 19 მარ
ვიპ
შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი, უცნობია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 242 950

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვის მოთხოვნის დამუშავება, შესყიდვის მოლაპარაკების ტექნიკა, კატეგორიის მენეჯმენტი, ბაზრის დაზვერვა და ანალიზი შესყიდვისთვის
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული,რუსული
“დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის (კატეგორიის ექსპერტის) პოზიციაზე, რომელიც დაქირავებული იქნება კომპანია შპს ეიჩარის მიერ, თმცა სამუშაო მოვალეობას შეასრულებს კომპანიისთვის Wimm-Bill-Dann Georgia (Pepsico).

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
  • პოტენციური მომწოდებლების შერჩევა;
  • ბაზრის ანალიზი და/ან მომწოდებლებისგან ინფორმაციის მოთხოვნა (RFI);
  • მომწოდებლის შერჩევა კონკრეტული კატეგორიისთვის დამტკიცებული სტრატეგიისა და შიდა მოთხოვნების შესაბამისად.
  • ხელშეკრულებების პირობებზე მოლაპარაკება, მათი დამტკიცება;
  • ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
  • პრეტენზიების მართვა, საჭიროების შემთხვევაში კატეგორიის მენეჯერებისა და/ან ცენტრალური შესყიდვების გუნდის ჩართულობით.
  • მომწოდებლების, მასალებისა და მომსახურებების ავტორიზაცია, მათ შორის შესაბამისი მონაცემების მართვისა და აღრიცხვის სისტემებში (SAP, 1C, Oracle და სხვ.); მომწოდებლებისა და მასალების შექმნის ინიცირება.
  • კონკრეტული კატეგორიის ფარგლებში არასტრატეგიულ მომწოდებლებთან პროფესიული ურთიერთობების შენარჩუნება და შიდა კონტროლის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლების საქმიანობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • კატეგორიის შესყიდვების გუნდისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა მომწოდებლების რეკომენდებულ მომწოდებელთა ბაზაში ჩართვის მიზნით;
  • არასტრატეგიულ მომწოდებლებთან მიმართებით მომწოდებლების განვითარების ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის შესრულების გაუმჯობესების მიზნით წლიური შეხვედრების ორგანიზება და ხარჯების შემცირების დამატებითი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

მოთხოვნები:
  • შესყიდვების სპეციალისტის, კატეგორიის ექსპერტის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • რუსული ენის ცოდნა აუცილებელია
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია

თუ თქვენთვის ეს ვაკანსია საინტერესოა და თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: project1@hr.ge

წარმატებებს გისურვებთ!
შესყიდვები
შესყიდვის მოთხოვნის დამუშავება,
შესყიდვის მოლაპარაკების ტექნიკა,
კატეგორიის მენეჯმენტი,
ბაზრის დაზვერვა და ანალიზი შესყიდვისთვის
ნახვები
უნიკალური ნახვები