12 მარ - 10 აპრ
სტარტი
უმცროსი საკრედიტო ოფიცერი
ქუთაისი
ხონის მუნიციპალიტეტი, ხონი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სამტრედია
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქებში - ქუთაისი, ხონი, სამტრედია, მარტვილი, ხობი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ხელვაჩაური - უმცროსი საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ქუთაისის, ხონის, ვანის, სამტრედიის, მარტვილის, ხობის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ფოთის, ხელვაჩაურის ფილიალები.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
პოზიციის შესახებ
პოზიცია მოიცავს კომპანიის მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციას, მათთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას, მიკრო სესხების (აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო) დამუშავებასა და გაცემას, ინფორმაციის ანალიზსა და კომიტეტზე წარდგენას. პოზიცია მოითხოვს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ მუშაობას, ორგანიზებულობას, ანალიტიკურ აზროვნებას და დამარწმუნებელ კომუნიკაციას, სესხის გაცემის პროცესის სრულ ადმინისტრირების უზრუნველყოფას.
პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად არ არის აუცილებელი შესაბამისი გამოცდილების ქონა — მთავარია გქონდეთ ინტერესი, მოტივაცია, სწავლის სურვილი და იყოთ მიზანდასახული.
ჩვენ გთავაზობთ:
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების დამუშავება/გაცემა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებაში მონაწილეობა;
- განაცხადის შევსების უზრუნველყოფა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით გადამოწმება;
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
- დამუშავებული იფნორმაციის კომიტეტზე წარდგენა;
- კომიტეტის გადაწყვეტილების კლიენტისთვის გაცნობა;
- შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და კლიენტისთვის გაცნობა;
- სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე,
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გააკეთეთ განაცხადი: https://hel-ai.com/apply/4iSS2m3d
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
