13 მარ - 12 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროს სპა და ველნესი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
ინნ ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ,ქუთაისი ინნ და გორი ინნ.
სასტუმრო ქუთაისი ინნ ამჟამად ეძებს თანამშრომელს სპა ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები :
- სპა სივრცეში სტუმრების მიღება, მისალმება და რეგისტრაცია.
- სტუმრებისთვის სპა მომსახურებების, პროცედურებისა და პაკეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- სტუმრების სპა სივრცეში განთავსება და შესაბამის მომსახურებაზე გადამისამართება.
- პროცედურების დაჯავშნის მიღება, გრაფიკის დაგეგმვა და კონტროლი.
- სპა თერაპევტების სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია.
- სტუმრების კომფორტისა და კმაყოფილების უზრუნველყოფა მომსახურების პროცესში.
- გადახდების მიღება, სალაროს ოპერაციების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
- სპა მომსახურებისა და პროდუქციის შეთავაზება და რეკომენდაცია სტუმრებისთვის.
- სტუმრების შეკითხვებზე პასუხის გაცემა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
- სპა სივრცეში მომსახურების სტანდარტებისა და წესების დაცვა.
- სტუმრების უკუკავშირის მიღება და მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
- სპა პერსონალთან კოორდინირებული მუშაობა მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ, თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: Maiarigishvili@yahoo.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სპა ადმინისტრატორი
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ქუთაისი ინნ"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " ქუთაისი ინნ“ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " ქუთაისი ინნ“ -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს " ქუთაისი ინნ“ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს " ქუთაისი ინნ“ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროს სპა და ველნესი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
