დღეს - 14 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
SMOTORS აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის უფროსის დამხმარე
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის შესახებ:
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
საწყობის უფროსის დამხმარის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ცენტრალურ საწყობში არსებული საქონლის მოძრაობის პროგრამული ასახვა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის დაცლა/დატვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება. შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი, დეტალებზე ორიენტაცია.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- საწყობიდან პროდუქციის მიღება/გადატვირთვის დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
- ზედნადებების ატვირთვა როგორც შიდა გადაზიდვების ასევე რეალიზაციების ჭრილში;
- საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში საქონლის დაცლა/დატვირთვის პროცესში მონაწილეობა;
- საწყობის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება.
უპირატესობა მიენიჭება:
- უმაღლეს განათლებას;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნას;
- საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილებას.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
