დღეს - 21 მარ
სტანდარტი
აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის / I კატეგორია
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა აღრიცხვა მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება ბუღალტერია / ფინანსები ანგარიშების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1330

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა აღრიცხვა
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
    ბუღალტერია / ფინანსები ანგარიშების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) შესარჩევად.

პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრი/მაგისტრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება) ან აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროში პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ბ) ბაკალავრის შემთხვევაში - მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
  • გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

აპლიკანტს მოეთხოვება იცოდეს:
  • ა) საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’;
  • ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N24 ბრძანება ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ’’;
  • გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანება ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის N108 ბრძანება ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანასური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’;
  • ე) ბუღალტრულ აღრიცხვა - ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ნორმატიული და მარეგულირებადი აქტები (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, დებულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები, მეთოდოლოგია);

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
  • ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
  • გ) ოპერატიულობა;
  • დ) პროფესიონალიზმი;
  • ე) კრეატიულობა;
  • ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თ) დასაბუთების უნარი;
  • ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
  • ა) დაამუშაოს დაფინანსების წყაროს შესაბამისად ყოველდღიურად ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტები მემორიალური ორდერების მოსამზადებლად;
  • ბ) იმუშაოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში;
  • გ) უზრუნველყოს შრომის ანაზღაურების, სტიპენდიების და სხვა განაცემების დროული გაანგარიშება და დარიცხვა/გადარიცხვა;
  • დ) დაამუშაოს მატერიალური ფასეულობებისა და მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთები და მოახდინოს ანგარისწორება;
  • ე) აწარმოოს სალაროს მეურნეობა;
  • ვ) მოამზადოს თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნების შემოსავალში აღების, განაწილების და სარეალიზაციო ფასების განსაზღვრის თაობაზე ბრძანების პროექტი;
  • ზ) მოემსახუროს სტუდენტთა ფინანსური ბაზებს;
  • თ) მიიღოს მონაწილეობა ინვენტარიზაციის პროცესში;
  • ი) შეადაროს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები სააღრიცხვო მონაცემებთან;
  • კ) საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დავალებები;

საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
  • ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
  • ვ) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას

(კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 16 მარტიდან 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს “საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია)“.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
აღრიცხვა
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ბუღალტერია / ფინანსები
ანგარიშების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები