დღეს - 16 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.
კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.
“მაგნიტი” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ :
- ანაზღაურებას 1500 + ბონუსი;
- მკაფიოდ განსაზღვრულ საბონუსე სისტემას;
- დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- საქართველოში ყველაზე მსხვილ და ძლიერ კორპორატიულ კულტურას;
- პროფესიული სწავლების და განვითარების მუდმივ შესაძლებლობებს;
შენი ყოველდღიური ამოცანები იქნება:
- სავაჭრო ობიექტის გუნდის მართვა, მუდმივი მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
- სასაქონლე მარაგების მართვა;
- პროდუქციის მიღებისა და დაბრუნების პროცედურების დაცვის მონიტორინგი;
- ინვენტარიზაციის პროცესში უშუალო მონაწილეობა;
- სალარო ოპერაციების მონიტორინგი;
- უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვა;
იმისთვის რომ ჩაერთო შერჩევის პროცესში აუცილებელია გქონდეს საცალო ვაჭრობის სფეროში სამუშაო გამოცდილება და გქონდეს ლიდერული უნარ-ჩვევები.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://magniti.selfrecruit.ge/s/HRj3
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
