ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები ტრენინგ კურსები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, საბითუმო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
ტრენინგი და განვითარება ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამებიტრენინგ კურსები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ფსიქოლოგია
- ენები: ინგლისური
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. (მის: რ. აგლაძის 51 და კახეთის გზატკეცილი N65)
ფუნქცია -მოვალეობები:
- გაყიდვების ჯგუფის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეფექტური კომუნიკაციისა და ხარისხიანი მომსახურების ტრენინგების დაგეგმვა და სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა;
- ჩასატარებელი ტრენინგების მოდულების მომზადება და ტრენინგის ჩატარების სრული ციკლის მართვა;
- ტესტების მომზადება და ტესტირების ჩატარების უზრუნველყოფა;
- ტრენინგის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებისგან უკუკავშირის მიღება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ჩატარებული ტრენინგების შესახებ ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- კორპორაციაში ტრენერად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- პრეზენტაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი;
- დარწმუნების უნარი;
- ინიციატივის გამოჩენის უნარი ;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit-pass-ს;
- უფასო კვებას;
- ფასდაკლებას ჰიპერმარკეტის პროდუქციაზე.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად: „ტრენინგების მენეჯერი“ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: makomamadashvili@modus.com.ge
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს.
