დღეს - 16 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი, მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი, მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას: ახალგაზრდების სეგმენტის გუნდის ლიდერი
მოქმედების ვადა: 25/03/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოქმედების ვადა: 25/03/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
სეგმენტის სტრატეგია და ზრდა
- შეიმუშავებ და მართავ სეგმენტის სტრატეგიას, ღირებულების შეთავაზებებსა და განვითარების გზებს
- დააიდენტიფიცირებ სამიზნე სეგმენტების საჭიროებებს, ქცევებსა და ბარიერებს
- განსაზღვრავ და მონიტორინგს გაუწევ სეგმენტის KPI-ებს (მომხმარებლების მოზიდვა, აქტივაცია, შენარჩუნება, შემოსავალი, NPS და სხვა)
- დააინიცირებ სტრატეგიულ ინიციატივებს ზრდისა და კომერციული შედეგების მისაღწევად
პროდუქტებისა და შეთავაზებების განვითარება
- ჩაატარებ ბაზრის და მომხმარებლის კვლევებს
- გაანალიზებ კონკურენტების მონაცემებს და მომხმარებლის საჭიროებებს
- იმუშავებ სეგმენტზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე
- მჭიდროდ ითანამშრომლებ შიდა სტეიკჰოლდერებთან
მომხმარებლის გამოცდილება (Customer Experience)
- უზრუნველყოფ მომხმარებლის მოგზაურობის სიმარტივეს გაცნობიდან და აქტივაციიდან რეგულარულ გამოყენებამდე და შენარჩუნებამდე
- იმუშავებ კულტურული, ენობრივი და პროცესებთან დაკავშირებული ბარიერების შემცირებაზე მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის
- იქნები სეგმენტის ინტერესების გამხმოვანებელი ორგანიზაციის შიგნით („voice of customer“)
გაყიდვები და კამპანიების მართვა
- დაგეგმავ გაყიდვების კამპანიებს და მოახდენ შესრულების მონიტორინგს
- გაანალიზებ შედეგებს სეგმენტის მიხედვით
მომხმარებლებთან ურთიერთობა
- შეიმუშავებ სტრატეგიებს მომხმარებლების მოზიდვის და შენარჩუნების მიზნით
- ითანამშრომლებ სამიზნე ჯგუფებთან
- დააორგანიზებ სხვადასხვა ღონისძიებებს
ანალიტიკა და რეპორტინგი
- შეაგროვებ და გაანალიზებ მონაცემებს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით
- შეაგროვებ და გაანალიზებ ფინანსურ, ბიზნეს და მომხმარებლის შედეგებს
- გააკეთებ მონაცემთა ვიზუალიზაციას და რეპორტინგს
ინოვაცია და იდეების გენერირება
- შეიმუშავებ ახალ იდეებს პროცესების, პროდუქტისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის
- გამოიყენებ თანამედროვე კვლევებს, ტრენდებს და ტექნოლოგიებს სეგმენტის განვითარების ხელშესაწყობად
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის, მონაცემთა ანალიტიკის ან შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქტების ან სეგმენტური სერვისების ან მომხმარებელთა ჩართულობის, შენარჩუნების და CRM პროცესების მართვაში;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები – მონაცემების გაანალიზება, ტრენდებისა და პრობლემური ზონების ამოცნობა, ინსაიტების ბიზნეს ენაზე თარგმნა;
- MS Excel-ის და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბიზნესზე ორიენტირებული აზროვნება – გააზრება, როგორ გადაიქცეს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება MAU/MACH-ის ზრდად
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xdkm8
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი,
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
