დღეს - 16 აპრ
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი/გარე გაყიდვები
თბილისი, დიდუბე, აგლაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: makomamadashvili@modus.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი
წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება,
ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი ,,მოდუსი’’ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (გარე გაყიდვები) პოზიციაზე. მის: ქ. თბილისი, რ. აგლაძის ქ. N51.
სამუშაო აღწერილობა:
ჰიპერმარკეტების ქსელი ,,მოდუსი’’ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (გარე გაყიდვები) პოზიციაზე. მის: ქ. თბილისი, რ. აგლაძის ქ. N51.
სამუშაო აღწერილობა:
- სამშენებლო მიმართულებით, კორპორატიული გაყიდვების (გარე გაყიდვები) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღსრულება;
- სხვადასხვა საშუალებებით, პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და ბაზების განახლება;
- პოტენციურ მყიდველებთან, მუდმივ მომხმარებლებთან შეხვედრები, საქონლის/მომსახურების შეთავაზება და მოლაპარაკების წარმოება;
- კლიენტის საჭიროების მიხედვით, ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება, წარდგენა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება;
- ახალ კლიენტებთან თანამშრომლობის გზების მუდმივი განახლება/გაუმჯობესება და გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები და უნარები:
- სამშენებლო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
- ტრენინგებს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- უფასო კვებას;
- Fit-pass-ს;
- ტრანსპორტირებას;
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ადგილმდებარეობა და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:
makomamadashvili@modus.com.ge
გისურვებთ წარმატებებს.
გისურვებთ წარმატებებს.
გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები
ნახვები
უნიკალური ნახვები
