დღეს - 18 აპრ
სტანდარტი
მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@igdevelopment.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
პს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ წარმოდგენილია წამყვანი სავაჭრო ცენტრებით: „სითი მოლი საბურთალო“, „სითი მოლი გლდანი“ და პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრით ,,სითი თაუერი“.
ვაკანსია ცხადდება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N70
სამუშაო განაკვეთი - სრული
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული პროექტების სრული ციკლის მართვა: იდეის კონცეფციიდან რეალიზაციამდე შესრულების უზრუნველყოფა დადგენილი დროისა და სტანდარტების შესაბამისად;
- მარკეტინგული აქტივობების (ღონისძიებები, აქციები, სპეციალური შეთავაზებები) კალენდრის შედგენა და გეგმის მიხედვით შესრულება;
- მარკეტინგული კალენდრის შესაბამისად აქტივობებისა და ივენთების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება;
- ლოიალურობის პროგრამების და სასაჩუქრე ბარათების მართვა, მომხმარებელთა ჩართულობის და ბრუნვის გაზრდა;
- მარკეტინგული და პრომო კამპანიების შემუშავება და კოორდინაცია;
- სავაჭრო ცენტრში არსებული მაღაზიებისა და პარტნიორების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების, აქციებისა და კამპანიების შეთანხმება;
- ყველა მონაწილე მხარესთან (გუნდის წევრები, პარტნიორები, ტენატები და სხვა) კომუნიკაციის კოორდინაცია, პროექტის წარმატებული განხორციელების უზრუნველსაყოფად;
- მოიჯარეებთან კომუნიკაცია, მათთვის მარკეტინგული კალენდრის მიწოდება და ბრენდებისაგან ყოველთვიური მარკეტინგული გეგმების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
- მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა გუნდთან და გარე კომპანიებთან (კრეატიული სააგენტოები, საბანკო ინსტიტუცეიბი, კომპანიები რომლებიც ემსახურებიან სავაჭრო ცენტრს ციფრულ პლატფორმებზე და სხვა) პროექტები სრულად შესრულებლად და მიზნების მისაღწევად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალიტიკურად მონაცემებების დამუშავება და დასკვნების გამოტანის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
