დღეს - 31 მარ
სტარტი
ბიბლიოთეკარი/არქივარიუსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა არქივი, ბიბლიოთეკა
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა არქივი, ბიბლიოთეკა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    განათლება განათლების მენეჯმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული
ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარი/არქივარიუსის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი :სრული

პოზიციის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საბიბლიოთეკო რესურსების მართვა, განახლება და საბიბლიოთეკო მომსახურება.

ფუნქციები (მოვალეობები)
საბიბლიოთეკო რესურსების მართვა და განახლება
  • კოლეჯის საკუთრებაში არსებული წიგნადი ფონდის შენახვა და მოვლა-პატრონობა;
  • საბიბლიოთეკო კატალოგების შემუშავება და მართვა;
  • სასწავლო რესურსების საბიბლიოთეკო წესით დამუშავება;
  • წიგნადი ფონდის, კატალოგების, თვალსაჩინოებების და სხვა რესურსების დაცვა;
  • ბიბლიოთეკის ფონდის შევსება-განახლებაზე ზრუნვა.
საბიბლიოთეკო მომსახურება
  • მკითხველთა (პერსონალის, პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა) ბიბლიოთეკაში გაწევრიანება;
  • მკითხველისთვის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის გაცნობა;
  • მკითხველისთვის კონსულტირება და დახმარების გაწევა ლიტერატურის შერჩევაში;
  • გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტების დროულად დაბრუნებაზე ზრუნვა.
საარქივო მასალის აღწერა და დაცვა
  • საარქივო მასალის მიღება;
  • საარქივო მასალების აღრიცხვა, დახარისხება და შენახვა;
  • არქივში დაცული დოკუმენტების აღწერა;
  • არქივში დაცული დოკუმენტების გაცემის და მათი დროულად დაბრუნების კონტროლი;
  • დასაარქივებელი და დაარქივებული დოკუმენტაციის ვადების კონტროლი;
  • გასანადგურებელი დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი ორგანიზება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები
  • საბიბლიოთეკო რესურსის ჩამოწერის კომისიაში მუშაობა;
  • ბიბლიოთეკაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სასურველი: განათლება
  • პროფესიული განათლება საბიბლიოთეკო საქმის მიმართულებით ან ნებისმიერი მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი
  • დამატებითი ლიცენზიები, სერტიფიკატები:
  • ბიბლიოთეკარის სასწავლო კურსი საბიბლიოთეკო საქმის მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება
  • ბიბლიოთეკარად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

თქვენი რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mailto: info@ats.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საქმისმწარმოებელი" ან „ხარისხის მართვის სპეციალისტი“. დედლაინი: 31 მარტი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება ა(ა)იპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ბაზაში შეინახება მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: წარმოდგენილი რეზიუმეები (CV) შეისწავლება მხოლოდ ვაკანსიაში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საჭირო კომპეტენციებს, დაუკავშირდება ჩვენი წარმომადგენელი გასაუბრების ეტაპის დეტალების შესახებ.

გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
არქივი,
ბიბლიოთეკა
ნახვები
უნიკალური ნახვები