დღეს - 24 აპრ
სტანდარტი
სამუშაოთა მწარმოებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ანაკლია
ფოთი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@primeconcrete.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა, სამშენებლო სამუშაოები - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა, სამშენებლო სამუშაოები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწრამოებლის პოზიციაზე
“პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge
შერჩეულ კანდიდატს შესაძლებელობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის და ფოთის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზოვბთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს
სამუშაო პირობები
- პოზიციის დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- სამუშაო ადგილი : ანაკლია/ფოთი
სამუშაო აღწერილობა:
- ზედამხედველობა გაუწიოს და დაგეგმოს სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური/ყოველკვირეული საქმიანობა სამუშაო პროცესი;
- უშუალო ზედამხედველობა გაუწიოს ყველა მუშახელს, მოახდინოს შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, რათა ყოველგვარი საქმიანობა წარიმართოს ხარისხიანად და დამკვეთის მიერ მოთხოვნილი გრაფიკის, ხარისხის და ღირებულების მოთხოვნის შესაბამისად.
- გააკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო სრულდება გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით;
- სამუშაო პროცესის არასწორი მიმდინარეობისას ჩაატაროს მაკორექტირებელი ღონისძიებები;
- შეთანხმებულად იმოქმედოს პროექტის მენეჯერთან, რათა დაზუსტება შეიტანოს პროექტის გეგმარებაში/ინფორმაციის მოთხოვნის დოკუმენტში.
- აწარმოოს ყოველდღიური სამშენებლო ჟურნალი;
- მონაწილეობა მიიღოს პროექტის საჭირო დოკუმენტაციის წარმოებაში;
- მოახდინოს სამუშაო მოედნის ინვენტირება და უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინვენტარი შესაბამისად მოვლილი და შენახულია;
- აქტიურად მოახდინოს სამუშაო ობიექტის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
- სამშენებლო ობიეტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ხიმინჯებთან და შპუნტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნკაციო დონეზე;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული;
- სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
- მოლაპარაკების პროცესის სრული მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 26 აპრილის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა,
სამშენებლო სამუშაოები
ნახვები
უნიკალური ნახვები
