დღეს - 25 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სს "თიბისი " აცხადებს ვაკანსიას : სერვის ექსპერტი - ემიგრანტების ბიზნესის განვითარების გუნდი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
თიბისის, ემიგრანტების ბიზნესის განვითარების გუნდში , მომხმარებლების მოზიდვისა და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით ვეძებთ - სერვის ექსპერტს!
პოზიცია გულისხმობს აქტიურ ჩართულობას ონბორდინგის პროცესის ოპტიმიზაციაში, შიდა სტეიკჰოლდერებთან კოორდინაციასა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში.
ძირითადი ფუნცია -მოვალეობები:
- ემიგრანტების სეგმენტის მომხმარებლების მოზიდვაში მხარდაჭერა
- ონბორდინგის პროცესის გამარტივება და გაუმჯობესება
- შიდა პროცესების კოორდინაცია შიდა სტეიკჰოლდერებთან
- მარკეტინგულ და გაყიდვების კამპანიებში მონაწილეობა
- არარეზიდენტი მომხმარებლების ყოველდღიური ოპერაციების მხარდაჭერა
- მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების შემუშავება
კვალიფიკაცია
- საბანკო სფეროში გამოცდილება (სასურველია ემიგრანტების სეგმენტის მიმართულებით)
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ოპერაციული მხარდაჭერის მიმართულებით
- პორტფელის მართვის გამოცდილება
- პროდუქტის შექმნა/ განვითარების კუთხით გამოცდილება
- სასურველია მარკეტინგულ ან კამპანიების მართვის პროცესებში ჩართულობის გამოცდილება
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xZsKg
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
