დღეს - 25 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე დიღმის ფილიალში
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მიღება, მისი მოთხოვნების განსაზღვრა;
- მომხმარებლის სწორად გადამისამართება;
- მაღაზიაში არსებულ პროცესების და პირობების დეტალური გაცნობა მომხმარებლებისთვის;
- საჭირო საბუთების (შეკვეთა, ინვოისი, ზედნადები, მიწოდება) გაფორმება;
- დამატებითი მომსახურებების ჯგუფის სამუშაოს სწორად დაგეგმვა, გადანაწილება, კონტროლი;
- გაყიდული საქონლის დაბრუნება/გაცვლის დოკუმენტების გაფორმება და პროცესის გაძღოლა;
- მომხმარებლის პრეტენზიის მიღება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია;
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონზე;
- საოფისე პროგრამების სამომხარებლო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა - 40 საათიანი სამუშაო კვირა;
- ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/ საოჯახო);
- FitPass;
- კვება;
- უფასო ტრანსპორტირება;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ckPbzR6b
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
