დღეს - 28 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა მშენებლობა სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „მოლარის“ პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
- ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
- კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
- ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
- ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან;
- მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
- Word, Excel-ის ცოდნა.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/RYEoU4re
გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
