დღეს - 28 აპრ
სტანდარტი
აფთიაქის კონსულტანტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფარმაცია გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქში კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 40 საათი ან ურთიერთ შეთანხმებით
  • ხელფასი: 1000₾ (დაუბეგრავი!) გაზრდის პერსპექტივით.
  • კომპანია სრულად აფინანსებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით.
  • აფთიაქი განთავსებულია ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი 12ა კორპ 5.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებელთა კონსულტაციის გაწევა და მაღალხარისხიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება პროდუქციის ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ.
  • პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვის და გაცემის პროცესებში მონაწილეობა.
  • შეამოწმოს და უზრუნველყოს პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; თავაზიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@pharmanet.ge.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

სამედიცინო
ფარმაცია
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები