დღეს - 29 აპრ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს „ზერონი“ უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების პროფესიონალურ პროექტირებას, დამონტაჟებასა და მომსახურებას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე.
„ზერონის’’ წარმატების საფუძველია გამოცდილი და ერთგული გუნდი, რომელიც ხარისხზე, სანდოობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
პოზიციის დასახელება: მექანიკური სისტემების საიტ ინჟინერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ობიექტზე მექანიკური სისტემების მონტაჟის ორგანიზება და ზედამხედველობა, მათ შორის: HVAC, წყალარინება & წყალკანალიზაცია, სახანძრო უსაფრთხოება.
- საჭიროების შემთხვევაში shop drawings და as-built ნახაზების მომზადება, განახლება და კორექტირება.
- პროექტის ნახაზების გადამოწმება და შესაბამისობის შეფასება რეალურ პირობებთან, გამოვლენილი უზუსტობების დროული აღმოფხვრა.
- MAF-ების, Method Statement-ებისა და ITP-ების განხილვა და მათი მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.
- სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა დამტკიცებული ნახაზებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების დაცვით,.
- პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის: ფორმა 2, მიღება–ჩაბარების პროცესი და ასშ.
- ქვეკონტრაქტორების საქმიანობის ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის მუდმივი კონტროლი.
- დაქვემდებარებული გუნდის მართვა.
- სხვა დისციპლინებთან (ელექტროობა, არქიტექტურა, კონსტრუქცია) მჭიდრო კოორდინაცია.
- ტექნიკური პრობლემების სწრაფი იდენტიფიკაცია და ეფექტური გადაჭრა.
- პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან, მათ შორის პროექტის მენეჯერებთან, დამკვეთებთან და კონსტრუქტორებთან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო -საიჟინრო კუთხით.
- მინიმუმ 2–5 წელი გამოცდილება MEP პროექტებზე.
- ელექტრული და სუსტი დენების სისტემების ცოდნა.
- პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad).
- უპირატესობა მიენიჭებათ.
- საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას .
- ობიექტზე ნახაზების მომზადების პრაქტიკას .
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- ორგანიზებულობა;
- კოორდინაციის უნარი;
- მართვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- პრესტიჟულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
- პროფესიულ განვითარებასა და ზრდას.
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს.
- სამედიცინო დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2026 წლის 01 მაისამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,ზერონი’" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ,,ზერონის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.
ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები
